iGindis Games
iGindis თქვენი გზა ახალი მეგობრების შესაძენად მთელს მსოფლიოში, რომელთაც არ აქვთ ენის ბარიერი.
ჩვენი თამაშის თარჯიმანი შეტყობინებისთანავე ავტომატურად თარგმნის, ასე რომ ყველას შეუძლია ერთმანეთთან ურთიერთობა და გაგება.
თამაშშს აქვს როგორც ერთი მოთამაშის რეჟიმი ასევე ონლაინ მრავალი მოთამაშის რეჟმი.
თამაშის განმარტება
აზიის იმპერიის 2027 თამაში არის თავისუფალი პოლიტიკურ და სტრატეგიულ მეთოდიზე დაფუძნებული თამაში, რომელიც შექმნილია ერთი მოთამაშის რეჟიმში.
2027 წელს დიდი აჯანყება მოხდა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ თქვენს ქვეყანაში.
როგორც ამბოხის ლიდერი შენ ქვეყანაში შეუზღუდავი უფლებამოსილება გაქვს.
პარლამენტმა თქვენი პირობები მიიღო და თქვენ გიჭერენ მხარს, რათა ქვეყანა აზიაში იყოს იმპერია.
როგორც ახალი ლიდერი, თქვენი მიზანია საბოლოო ჯამში გახდეს ყველა სხვა ქვეყანაზე გაცილებით ძლიერი.
თქვენ უნდა იბრძოლოთ იმპერიის აშენებაზე, როგორც ეკონომიკურად, ისე სამხედროზე, ყველა სხვაზე მაღლა.
მზად ხართ თუ არა გახდეთ უზენაესი მეთაური?
თამაშში თქვენ ირჩევთ ქვეყანას, რომლითაც დაიწყებთ თამაშს
თამაში შეიცავს: მსოფლიო იარაღის მომწოდებლებს, სადაზვერვო სამსახურს, საომარ განყოფილებას, დიპლომატიას, ეკონომიკას, ტექნოლოგიებს, მსოფლიო ამბებს (ეკონომიკა, ურთიერთობები, ჯაშუშობა და ომი)...
შეიარაღებული ძალები, საჰაერო ხომალდები, ვერტმფრენები, საბრძოლო თვითმფრინავები, გემები, წყალქვეშა ნავები, საბრძოლო რობოტები, უპილოტო საჰაერო სატრანსპორტო საშუალებები (საჰაერო ხომალდები), საჰაერო სატრანსპორტო საშუალებები
სისტემური დიზაინი განიხილავს ათასობით შესაძლო სცენარს და ირჩევს საუკეთესო გზას, რათა გამარჯვრბა შეძლოს.
ყოველი თამაშის ბოლოს სისტემა აჩვენებს თქვენს ანგარიშს და თქვენს მიერ მიღწეულ ნიშნულს.
თამაშს აქვს რეალური მონაცემები და ეფუძნება მსოფლიო ფაქტების წიგნს.
თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ გავაგრძელოთ განვითარება.
გთხოვთ დაგვეხმაროთ სიტყვის გავრცელების შესახებ ჩვენი თამაშის შესახებ.
გმადლობთ და გისურვებთ წარმატებულ ახალ ამბავს :)
როგორ დავიწყოთ?
თამაში არ საჭიროებს რეგისტრაციას, შედით და ითამაშეთ.
აირჩიეთ ქვეყანა რომლითაც გსურთ თამაშის წარმართვა
როდესაც დაასრულებთ ყველაფერს, რაც გსურთ გააკეთოთ დააჭირეთ ღილაკს "შემდეგი სვლა" ამის შემდეგ სისტემა გაჩვენებთ სხვა და სხვა მოვლენებს
თამაშის პირველი ტური იწყება 1/2027-დან და გრძელდება....
პირველი მოქმედებები
* შეამოწმეთ თქვენი ქვეყნის ეკონომიკა და გააძლიერეთ იგი. (ძლიერი ეკონომიკა ძლიერი ქვეყნის საწინდარია, ძლიერი ქვეყანა კი იმპერიის)
* შეამოწმეთ თქვენი ქვეყნის ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან და გააუმჯობესეთ იგი.
* ტექნოლოგიის გაუმჯობესება თქვენი ქვეყნის დაცვას გაგიადვილებთ.
* თავიდანვე არ შეუტიოთ, შეეცადეთ ააწყოთ ქვეყნის ეკონომიკა და გააძლიეროთ არმია.
* გამოიყენეთ ჯაშუშები მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპოვებლად და თვალყური ადევნეთ სხვა ქვეყნის ჯაშუშებს თქვენს ქვეყანაში.
* დაასუსტეთ სხვა ქვეყნები ჯაშუშური ოპერაციებით.
* როდესაც შეამჩნევ რომ სხვა ქვეყანა ომისგან დასუსტებულია შეუტია მას (ქვეყანას მოუწევს მისი შესუსტებული ძალების დაყოფა რაც გაგიადვილებს დაპყრობას)
* ყოველი ტურის შემდეგ შეამოწმე სიახლეები ეს გაგიადვილებს წინასწარ განსაზღვრო რას გეგმავს სხვა ქვეყანა.
შენახვა & ჩატვირთვა
თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ან ჩატვირთოთ თამაში, როდესაც თამაშობთ ერთი მოთამაშის რეჟიმში
გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ერთი შენახვის სლოტი გაქვთ და შენახვის შემთხვევაში ძველ შენახულს ვერ დააბრუნებთ.
ფრთხილად იყავი.
ფული
* თქვენი ყოველთვიური შემოსავალი გამოითვლება თქვენს ქვეყანაში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობითა და აგრეთვე მოგებით რომელსაც მიიღებთ სხვა ქვეყნებთან ან მსოფლიოს ზესახელმწიფოებთან ვაჭრობით.
* სამხედროები თავისუფლდებიან გადასახადისგან, რაც უფრო მეტ ჯარს შეაგროვებთ მით ნაკლებ გადასახადებს მიიღებთ მათგან.
* ჩვენ შევკრიბეთ ქვეყნის შესახებ ინფორმაცია და ფაქტები რეალური ინფორმაციისგან.
* მნიშვნელოვანია ქვეყნის განათლების განვითარება, რადგან ეს გაზრდის თქვენს ყოველთვიურ შემოსავალს
* სხვა ქვეყნებთან ან მსოფლიოს ზესახელმწიფოებთან ურთიერთობების გაუმჯობესება გაზრდის ვაჭრობას მათთან და ყოველთვიურ შემოსავალს.
მოქალაქეები
თქვენ იღებთ გადასახადებს თქვენი მშვიდობიანი მოქალაქეებისგან
* თუ ქვეყანაში ყველა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპება ან აჯანყდება ქვეყანა დაიკარგება.
ეკონომიკა და მრეწველობა
მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის ეკონომიკისა და მრეწველობის გაუმჯობესება ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის გაძლიერებას
კვლევითი ცენტრი
კვლევითი ცენტრი დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენს ქვეყანაში შეტევისა და თავდაცვის შესაძლებლობები.
* თუ თქვენ შეიმუშავებთ ასობრივი განადგურების იარაღს და მიაღწევთ საბოლოო დონეს, მისი გამოყენების ფუნქცია გაგეხსნებათ.
* თუ თქვენი კვლევითი ცენტრი(ები) დაიბომბება, ყველა კვლევა დაიკარგება ასე რომ კარგად დაიცავით ქვეყანა.
დიპლომატიური ურთიერთობები
ომის გამოცხადება
ქვეყანას გამოუცხადებთ ომს და საშუალება მოგეცემათ შეუტიოთ მას.
ღირებულება: 0$
ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა
თუ ქვეყნებს შორის არის ზღვის ალყა, მოხდება ცეცხლის შეწყვეტა და დარჩება ოკუპირებული ტერიტორიები
ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების შანსი 33%
ღირებულება: 1,000,000,000$
სამხედრო ჩარევის მუქარა
ამ ქმედებას შეუძლია ურთიერთობის გაუმჯობესება ან გაუარესება.
ღირებულება: 500,000,000$
ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება
ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები გაუმჯობესდება და შემოსავალი გაიზრდება.
ღირებულება: 3,000,000,000$
სამშვიდობო ხელშეკრულებაზე დათანხმება
ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება ხელს შეუწყობს ომის შეწყვეტასა და ჯაშუშური ოპერაციებისა დასრულებას.
ღირებულება: 5,000,000,000$
სამხედრო ალიანსის შექმნა
ჩამოაყალიბებთ ორ ქვეყანას შორის ალიანსს.
თუ რომელიმე ქვეყანზე თავდასხმა განხორციელდება მეორე დაეხმარება მას.
ასევე გაზრდის ქვეყნის ბიუჯეტს 3%-ით.
არსებობს იმის 50%-იანი შანსი რომ მოკავშირე დაგეხმაროთ ომის წარმოებაში.
ღირებულება: 7,000,000,000$
ალიანსის დატოვება
დაარღვევთ სამხედრო ხელშეკრულებას
ღირებულება: 0$
სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევა
დაარღვევთ სამშვიდობო ხელშეკრულებას.
ღირებულება: 0$
ურთიერთობის შემცირება
ქმედება გააუარესებს ურთიერთობას თქვენს მიერ არჩეულ ქვეყანასთან.
ღირებულება: 0$
დახმარების გაგზავნა
ქვეყანას გაუგზავნით ფულს დახმარების სახით.
სამხედრო დახმარების გაგზავნა
თქვენ სამხედრო დახმარების სახით გააგზავნით: 20,000 ჯარისკაცს, 750 ჯავშანმანქანას, 500 ტანკს, 500 საარტილერიო დანადგარს, 48 ვერტმფრენს და 24 ბომბდამშენს.
თქვენი გაგზავნილი სამხედროები შეუერთდებიან ომს, ომის შემთხვევაში და დაბრუნდებიან ომის შეწყვეტის შემდეგ თუ ქვეყანაში ომი არ წარმოებს მაშინ განლაგდებიან სამშვიდობო მისიით 3 თვის განმავლობაში.
* თუ თქვენ გააგზავნით სამხედრო დახმარებას ვერ შეძლებთ მათ უკან გამოხმობას ომის დროს, ამიტომ ფრთხილად იყავით.
* დაბრუნებული დანაყოფების რაოდენობა დამოკიდებულია ომის შედეგებზე.
* ქვეყნები მოკავშირეები უნდა იყვნენ სანამ სამხედრო დახმარებას გაუგზავნიან ერთმანეთს.
* თქვენ უნდა დაელოდოთ თქვენი ძალების დაბრუნებას რომ კვლავ შეძლოთ მათი გაგზავნა.
დახმარების თხოვნა
თქვენ დაურეკეთ ქვეყნის ლიდეს რომელთანაც გაქვთ სამხედრო ალიანსი და თხოვეთ მას დახმარება.
* ეს ფუნქცია გამოჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენს ქვეყანას ექნება ომი.
* დახმარებისთვის დარეკვა ხელს შეუწყობს დაგეხმაროთ მოკავშირე ქვეყანა ფულით ან სამხედრო დახმარებით ანდაც სულაც ჩართოს თქვენს ომში.
* თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფუნქცია ყოველ ახალ ტურში.
დამოუკიდებლობის მიცემა
თქვენ დამოუკიდებლობას მიანიჭებთ თქვენს მიერ დაპყრობილ ქვეყანას
შედეგად თქვენ და ქვეყანა სამხედრო მოკავშირეები იქნებით.
ქმედება ასევე გააუმჯობესებს ურთიერთობებს ყველა ზესახელმწიფოებთან 1 დონით.
* ახლად დამოუკიდებელი ქვეყანა შეინარჩუნებს თავდაპირველ საზღვრებს და ქვეყნის მოსახლეობის 90% იქნება მშვიდობიანი მოქალაქე, მაგრამ ყველა სამხედრო ნაწილი და გამოკვლეული ტექნოლოგია დაიკარგება.
* თქვენ მათ დახმარების სახით გაუგზავნით 750 მილიონს 20,000 ჯარისკაცს და 250 ჯავშანმანქანას რათა დაიცვან წესრიგი.
* ყველა ქვეყანას ექნება მეგობრული დამოკიდებულება ახლად დამოუკიდებელ ქვეყანასთან.
* თქვენ დამოუკიდებლობას ვერ მისცემთ ქვეყანას თუ 1 მილიონზე ნაკლები მშვიდობიანი მოქალაქეობა გაქვთ.
ქვეყნის აღდგენა
გააგზავნით დიდ დახმარებას დაკარგული ქვეყნის აღდგენაში.
მოქმედება აღადგენს ქვყანას და გახდის თქვენს საუკეთესო მოკავშირეს.
დაკარგულ ქვეყანას აღორძინებისთვის და განვითარებისთვის თქვენ გაუგზავნით: 25000 მილიონს, 1 მილიონ მშვიდობიან მოქალაქეს, 20000 ჯარისკაცს, 500 ჯავშანმანქანას, 250 ტანკს, 250 საარტილერიო დანადგარს.
სავაჭრო ემბარგო
თქვენ და თქვენი მოკავშირეები შეაჩერებთ სავაჭრო ურთიერთობას სამიზნე ქვეყანასთან.
* თქვენ და თქვენი მოკავშირეები ურთიერთობებს სამიზნე ქვეყანასთან ამცირებთ "მაღალი დონის ჯაშუშობით" (ურთიერთობის ამ დონის ქვედა დონეები უცვლელი დარჩება)
* ეს მოქმედება გამოიწვევს სამიზნე ქვეყანაში ეკონომიკისა და ფულის მასების შემცირებას რაც გამოიწვევს მისი თაცდაცვისუნარიანობის შესუსტებას.
* თუ თქვენი რომელიმე მოკავშირე სამიზნე ქვეყანასთან ახლო ურთიერთობაშია მათი ურთიერთობის დონე გაუარესდება სავაჭრო ემბარგოს შემდგომ.
მოკავშირეებისგან მოითხოვთ ომის გამოცხადებას სამიზნე ქვეყანაში
თუ თქვენ აწარმოებთ ომს ქვეყანასთან და გყავთ მოკავშირეები, თქვენ შეგიძლიათ მათ მოუწოდოთ სამიზნე ქვეყანას გამოუცხადონ ომი. 80% არის შანსი რომ ისინი ომს შეუერთდებიან.
იმ შემთხვევაში თუ თქვენი მოთხოვნა ომის გამოცხადებაზე მოკავშირე ქვეყანამ უარყო შეიძლება თქვენს ქვეყნებს შორის სამხედრო ალიანსი შეწყდეს.
ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა
შეგიძლიათ მოთხოვოთ ქვეყანას შეწყვიტოს ომი ყველა იმ ქვეყანაში სადაც იგი აწარმოებს ომს. ამ მოქმედებას შეუძლია გადაარჩინოს სუსტი ქვეყანა ძლიერის თავდასხმისგან და გნვითარების საშუალება მისცეს მას.
იმ შემთხვევაში თუ თქვენი ქვეყნის ძალაუფლება უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე აგრესორი ქვეყნის შანსი იმისა რომ მან ომი შეწყვიტოს ყველა ქვეყანასთან არის 33%.
ღირებულება: 1,000,000,000$
გაერთიანებული ერები (გაერო)
"ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის" ეს არის გაერთიანებული ერების დევიზი
გაერთიანებულ ერებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ სუსტ ქვეყნებს განვითარებაში და ასევე შეზღუდონ განვითარებული ქვეყნები.
* ყველა ქვეყანას თვეში ერთხელ შეუძლია გააგზავნოს მოთხოვნა (ყოველ ახალ ტურში)
* შეიძლება ერთი და იგივე მოთხოვნა იყოს ყოველ თვიურად.
* მოთხოვნის გაგზავნის ყოველთვიური ფასი შეადგენს 100 მილიონ დოლარს.
* შედეგებს ავტომატურად ნახავთ მოთხოვნისთანავე.
* თუ მოთხოვნას მიიღებს გაერთიანებული ერები და გამოვა რეზოლუცია მას ყველა ქვეყანა შეასრულებს.
* ხმების რაოდენობა დამოკიდებულია იმ ქვეყნებზე რომელთანაც კარგი ურთიერთობა გაქვთ.
* მოთხოვნას როდესაც უფრო მეტი პასუხი აქვს "კი" ვიდრე "არა" მაშინ მოთხოვნა გახდება რეზოლუცია თუ პირიქით აღმოჩნდება რომ მეტი პასუხი აქვს "არა" მაშინ მოთხოვნა არ შესრულდება.
* მოთხოვნა ასევე შეუძლიათ სხვა ქვეყნებსაც მათ შორის თქვენს მოწინააღმდეგე ქვეყანასაც და მისი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ პასუხის გაცემისთანავე.
ქრთამის შეთავაზება გაერთიანებულ ერებში (გაეროში)
გაერთიანებულ ერებში ქრთამის შეთავაზება დაგეხმარებათ მოთხოვნაზე მიიღოთ მეტი დადებითი პასუხი "კი" და შესრულდეს თქვენი რეზოლუცია (ეს ასევე არის დამატებითი შემოსავლის წყარო თქვენთვის)
* თქვენ შეგიძლიათ მოისყიდოთ მხოლოდ ის ქვეყნები რომლებიც არ მტრობენ თქვენს ქვეყანას მაგრამ არც მოკავშირეები არიან.
* ქრთამი ამართლებს მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში, რომელიბიც პასუხის გაცემაში იკავებენ თავს (არა ყველა ქვეყანაში)
* თქვენ ხედავთ არის თუ არა ქრთამის მოთხოვნა, ქრთამის რაოდენობა დამოკიდებულია მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობაზე.
* ქრთამის საწყისი მოსყიდვის ფასი ქვეყნის თუთოეულ მშვიდობიან მოქალაქეზე 10$-ია
იმის გამო რომ თქვენს სამიზნე ქვეყანასაც შეუძლია ქრთამის შეთავაზება თქვენ მას უნდა აჯობოთ ქრთამის შეთავაზების სიდიდით, რაც უფრო მეტია ქრთამი მით მეტი შანსი გაქვთ.
მაგალითად თუ ქვეყანას ყავს 1 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე 10 დოლარზე ქრთამის რაოდენობა იქნება 10,000,000 მილიონი დოლარი.
* ქვეყანა ქრთამს მიიღებს იმ შვემთხვევაში თუ ისინი ხმას მისცემენ იმ ქვეყნის სასარგებლოდ რომელიც სთავაზობს ქრთამს.
* თქვენი გადასაწყვეტია რა რაოდენობის ქრთამს შესთავაზებთ ქვეყანას და რა რაოდენობით გაზრდით მოთხოვნის გადალახვის შანსს.
* თუ ქრთამი მისაღებია ქვეყნისთვის ის ავტომატურად დაეთანხმება თქვენს მოთხოვნას.
* ქრთამის შეთავაზების შემდგომ მას დაკარგავთ არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანა მიიღებს თუ არა მას (ასე რომ გადაწყვიტეთი გიღირთ თუ არა ეს)
* იმ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგე ქვეყანა გააგზავნის მოთხოვნას და ქრთამს თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ სისტემა საშუალებას მოგცემთ თქვენც შესთავაზოთ სხვა ქვეყნებს ქრთამი.
გაერთიანებული ერების (გაეროს) რეზოლუციის ვარიანტები
ყველამ უნდა დაამყაროს მშვიდობა ქვეყანასთან - თუ რეზოლუცია მიღებული იქნება ყველა ქვეყანა დაამყარეს მშვიდობას რეზოლუციის ქვეყანასთან (ომის შემთხვევაში ეს შეიცვლება ცეცხლის შეწყვეტით)
ყველამ უნდა შეუტიოს ქვეყანას - თუ რეზოლუცია მიღებული იქნება ბევრი ქვეყანა შეამცირებს ურთიერთობას სამიზნე ქვეყანასთან და ზოგი ომსაც კი გამოუცხადებს მას. (ყველაფერი დამოკიდებულია ურთიერთობის დონეზე)
ყველამ უნდა აკრძალოს ქვეყანასთან შეიარაღების მიყიდვა - თუ რეზოლუცია მიღებული იქნება ქვეყნები შეწყვეტენ შეიარაღების მიყიდვას სამიზნე ქვეყანასთან და იგი ვერ იყიდის შეიარაღებას 6 თვის განმავლობაში.
ყველამ უნდა შეამციროს ურთიერთობა ქვეყანასთან - თუ რეზოლუცია მიღებული იქნება ყველა ქვეყანა შეამცირებს ურთიერთობას სამიზნე ქვეყანასთან (ყველაფერი დამოკიდებულია ურთიერთობის დონეზე)
ქვეყნები ფინანსურად უნდა დაეხმარონ მეორე ქვეყანას - თუ რეზოლუცია მიღებული იქნება ყველა ქვეყანა რომელსაც აქვს კარგი ურთიერთობა ეკონომიკურად შესუსტებულ ქვეყანასთან ფინანსურ დახმარებას გაუგზავნიან.
ყველამ უნდა გააგზავნოს მეტი ჯაშუში ქვეყანაში - თუ რეზოლუცია მიღებული იქნება ყველა ქვეყანა გააგზავნის მეტ ჯაშუშს სამიზნე ქვეყანაში 3 თვის განმავლობაში.
ყველამ უნდა შეწყვიტოს ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობები - თუ რეზოლუცია მიღებული იქნება ყველა ქვეყანა შეწყვეტს ეკონომიკურ ურთიერთობებს სამიზნე ქვეყანასთან. ( ყველა ქვეყანა შეცვლის ურთიერთობებს სამიზნე ქვეყანასთან ცივი და მეტი ჯაშუშის ურთიერთობის დონეზე მათ შორის მოკავშირე ქვეყნებიც)
ქვეყნის ლიდერის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენა - თუ რეზოლუცია მიღებული იქნება სამიზნე ქვეყნის ლიდერი გასამართლდება საერთაშორისო სასამართლოში დაუსწრებლად ქვეყანას ქაოსი მოიცავს და შესაძლებელია ქვეყნის მოსახლეობის 30% შეუერთდეს აჯანყებულებს.
გაეროს ქვეყნები მოითხოვენ ყველა მასობრივი განადგურების იარაღის დაკონსერვება/განადგურებას - თუ რეზოლუცია მიღებული იქნება ყველა სახის მასობრიი განადგურების იარაღი ქიმიური, ბიოლოგიური და ატომური ჩაბარებული იქნება გაეროში და განადგურდება... ასევე ტექნოლოგიური განათლება შემცირდება 1 დონემდე.
გაერო მოითხოვს ქვეყანას მიეცეს თავისუფლება - თუ რეზოლუცია მიღებული იქნება ოკუპირებული ქვეყანა მიიღებს დამოუკიდებლობას ხოლო გაერო დაეხმარება მას განვითარებაში. (მხოლოდ ამ შემოთავაზებაზე არ შეიძლება ქრთამის შეთავაზება)
საერთაშორისო ურთიერთობები
ურთიერთობის შესაძლო ვარიანტები
1 = ომი. - (ეკონომიკური ემბარგო - ქვეყნების ბიუჯეტი შემცირდება 3%-ით)
2 = ცეცხლის ხაზი. (მკაცრი ეკონომიკური სანქციები - ქვეყნების ბიუჯეტი შემცირდება 2%-ით)
3 = მტრული ურთიერთობა. (ეკონომიკური სანქციები - ქვეყნების ბიუჯეტი შემცირდება 1%-ით)
4 = ცივი ურთიერთობები მაღალი დონის ჯაშუშობა (არანაირი ვაჭრობა)
5 = ცივი ურთიერთობები საშუალო დონის ჯაშუშობა (დაბალი ეკონომიკური თანამშრომლობა - ქვეყნების ბიუჯეტი იზრდება 0.5%-ით)
6 = ცივი ურთიერთობა დაბალი დონის ჯაშუშობა. (დაბალანსებული ეკონომიკური თანამშრომლობა - ქვეყნების ბიუჯეტი იზრდება 1%-ით)
7 = მეგობრული ურთიერთობა ჯაშუშობის გარეშე. (კარგი ეკონომიკური თანამშრომლობა - ქვეყნების ბიუჯეტი იზრდება 1.5%-ით)
8 = მშვიდობიანი ურთიერთობა (შესანიშნავი ეკონომიკური ურთიერთობა - ქვეყნების ბიუჯეტი იზრდება 2%-ით)
9 = შესანიშნავი პარტნიორული ურთიერთობა (სავაჭრო პარტნიორი - ქვეყნების ბიუჯეტი იზრდება 2.5%-ით)
10 = სამხედრო ალიანსი. ქვეყნები თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს დაეხმარებიან (საუკეთესო ეკონომიკური პარტნიორობა - ქვეყნების ბიუჯეტი იზრდება 3%-ით)
მსოფლიოს ზესახელმწიფოებთან ურთიერთობის ვარიანტები
1 = გადაწყვიტა ქონდეს მტრული ურთიერთობა თქვენს ქვეყანასთან. (ეკონომიკური ემბარგო - ქვეყნების ბიუჯეტი შემცირდება 3%-ით)
2 = გადაწყვიტა შეწყვიტოს ურთიერთობები თქვენს ქვეყანასთან (მკაცრი ეკონომიკური სანქციები - ქვეყნების ბიუჯეტი შემცირდება 2%-ით)
3 = გადაწყვიტა დახუროს საელჩო თქვენს ქვეყანაში და ელჩები გაიწვიოს უკან (ეკონომიკური სანქციები - ქვეყნების ბიუჯეტი შემცირდება 1%-ით)
4 = გადაწყვიტა ქონდეს ცივი ურთიერთობები თქვენს ქვეყანასთან თქვენი ბოლოდროინდელი მოვლენების გამო (არანაირი ვაჭრობა)
5 = გადაწყვიტა ქონდეს ნორმალური ურთიერთობები თქვენს ქვეყანასთან და მოგყიდოთ რამოდენიმე იარაღი. (დაბალი ეკონომიკური თანამშრომლობა - ქვეყნების ბიუჯეტი იზრდება 0.5%-ით)
6 = გადაწყვიტა ქონდეს მეგობრული ურთიერთობები თქვენს ქვეყანასთან და მოგყიდოთ რამოდენიმე იარაღი. (დაბალანსებული ეკონომიკური თანამშრომლობა - ქვეყნების ბიუჯეტი იზრდება 1%-ით)
7 = გადაწყვიტა ქონდეს მეგობრული ურთიერთობები თქვენს ქვეყანასთან და მოგყიდოთ უფრო ძლიერი იარაღი. (კარგი ეკონომიკური თანამშრომლობა - ქვეყნების ბიუჯეტი იზრდება 1.5%-ით)
8 = გადაწყვიტა ქონდეს კარგი ურთიერთობები თქვენს ქვეყანასთან და მოგყიდოთ ახალი იარაღი. (შესანიშნავი ეკონომიკური ურთიერთობა - ქვეყნების ბიუჯეტი იზრდება 2%-ით)
9 = გადაწყიტა ქონდეს შესანიშნავი ურთიერთობები თქვენს ქვეყანასთან და მოგყიდოთ ყველანაირი იარაღი. (სავაჭრო პარტნიორი - ქვეყნების ბიუჯეტი იზრდება 2.5%-ით)br>
10 = გადაწყვიტა ქონდეს პარტნიორული ურთიერთობები თქვენს ქვეყანასთან და მოგყიდით ყველანაირ იარაღს. (საუკეთესო ეკონომიკური პარტნიორობა - ქვეყნების ბიუჯეტი იზრდება 3%-ით)
ამბოხებულები
ქვეყანაში აჯანყებულები არ იხდიან გადასახადებს და მათ მიზანს წარმოადგენს ქვყანაში ქოსი.
თუ ქვეყანაში აჯანყებულთა რაოდენობა 80% მიაღწევს ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობა არსებობს იმის შანსი რომ სამხედრო გადატრიალება მოხდეს და თამაში წააგოთ.
* როდესაც თქვენ მხარს უჭერთ აჯანყებულებს სხვა ქვეყანაში სამიზნე ქვეყანა აჯანყებულების ქვმედებებით შესუსტდება და ყოველ თვე ნაკლებ შემოსავალს მიიღებს.
* თუ ქვეყანაში ბევრი აჯანყებული გყავთ მათი შემცირების საუკეთესო გზაა ქვეყნის კეთილდღეობაში ფულის ინვესტიცია ასეთ შემთხვევაში აჯანყებულები შემცირდებიან და თქვენ მიიღებთ მეტ შემოსავალს.
ჯაშუშების ცენტრი
თქვენ შეგიძლიათ ჯაშუშები გამოიყენოთ სხვა და სხვა მისიით.
ვარიანტები ხელმისაწვდომი იქნება იმ შემთხვევაში თუ საკმარისი რაოდენობის თანხა გექნებათ ბიუჯეტში და იმ კონკრეტულ ტურში არ განგიხორციელებიათ მისია.
სატელიტური ფოტოები
ოპერაციაში რომელშიც თქვენ მოიპოვებთ ჯაშუშურ სატელიტურ ფოტოებს საჭიროა სრულიად შესწავლილი გქონდეთ სატელიტების ტექნოლოგია.
სატელიტიდან მიღებული ფოტოები საშუალებას მოგცემთ გაიგოთ ისეთი ინფორმაცია როგორიცაა ზოგადი სამხედრო სტატუსი და შესაძლებლობები.(თქვენ შეგიძლიათ ყოველ ახალ ტურში ჩაატაროთ ერთი სატელიტური მისია).
* მტერმა არ იცის რომ თქვენ გადაიღეთ სატელიტიდან მათი ბაზები და ქვეყანა.
უპილოტო მზვერავები
უპილოტო მზვერავების ოპერაციის ჩატარება შეგეძლებათ როდესაც გეყოლებათ ისინი.
უპილოტო მზვერავების გამოყენებით შეგეძლებათ ნახოთ სამიზნე ქვეყნის ჯარების განლაგება საზღვრებთან ომის ან მშვიდობიანობის დროს.
მისიის წარმატების შანსი დამოკიდებულია თქვენი უპილოტო მზვერავების ტექნოლოგიის დონეზე და სამიზნე ქვეყნის ანტი-საჰაერო სისტემის ტექნოლოგიის დონეზე.
ჯაშუშური მისიის ტიპი
სამხედრო დაზვერვა - თქვენი ჯაშუში შეეცდება შეაგროვოს სამხედრო ინფორმაცია სამიზნე ქვეყანაში
წარმატების შანსი: 40% - ჯაშუშური ტექნოლოგიის ყოველი დონე ზრდის 5%-ით
თუ მისია წარმატებით ჩაივლის: თქვენ დაინახავთ სამიზნე ქვეყნის სამხედრო ძალას.
ეკონომიკური დაზვერვა - თქვენი ჯაშუში შეეცდება შეაგროვოს ეკონომიკური ცნობები სამიზნე ქვეყანაში
წარმატების შანსი: 60% - ჯაშუშური ტექნოლოგიის ყოველი დონე ზრდის 5%-ით
თუ მისია წარმატებით ჩაივლის: თქვენ დაინახავთ სამიზნე ქვეყნის ეკონომიკის დონეს და შემოსავალს
ტექნოლოგიური დაზვერვა - თქვენი ჯაშუში შეეცდება შეაგროვოს ტექნოლოგიური განათლების ცნობები სამიზნე ქვეყანაში
წარმატების შანსი: 35% - ჯაშუშური ტექნოლოგიის ყოველი დონე ზრდის 5%-ით
თუ მისია წარმატებით ჩაივლის: თქვენ დაინახავთ სამიზნე ქვეყნის ტექნოლოგიურ დონეს.
დაბომბე აეროპორტი - თქვენი ჯაშუში შეეცდება სამიზნე ქვეყნის ავიაბაზის აფეთქებას და მტრის თვითმფრინავების დაზიანებას
წარმატების შანსი: 15% - ჯაშუშური ტექნოლოგიის ყოველი დონე ზრდის 3%
თუ მისია წარმატებით ჩაივლის: ბომბები აფეთქდება და 12 მტრის ბომბდამშენი განადგურდება.
საბოტაჟის ტექნოლოგია - თქვენი ჯაშუში შეეცდება შეაღწიოს სამიზნე ქვეყნის ტექნოლოგიურ ცენტრში და მოშალოს ის.
წარმატების შანსი: 10٪ - ჯაშუშური ტექნოლოგის ყოველი დონე ზრდის 3٪
თუ მისია წარმატებით ჩაივლის: დაიკარგება სამიზნე ქვეყნის ტექნოლოგიის დონე 1-5 მდე.
ზარალი ეკონომიკაში - შენი ჯაშუში შეეცდება სამიზნე ქვეყნის საფონდო ბირჟაზე შეღწევას და ზიანი მიაყენოს მათ ეკონომიკას
წარმატების შანსი: 17٪ - ჯაშუშური ტექნოლოგის ყოველი დონე ზრდის 3٪
თუ მისია წარმატებით ჩაივლის: სამიზნე ქვეყანა დაკარგავს მთელს ფულს
ფულის მოპარვა - თქვენი ჯაშუში შეეცდება სამიზნე ქვეყანას მოპაროს ფული.
წარმატების შანსი: 13% - ჯაშუშური ტექნოლოგიის ყოველი დონე ზრდის 3%
თუ მისია წარმატებით ჩაივლის: თქვენი ჯაშუში მოიპარავს ქვეყნის მთავარი ბანკიდან 10% ფულს.
უთანხმოება ჯარში - თქვენი ჯაშუში შეეცდება სამიზნე ქვეყნის ჯარების ბანაკზე შეტევას და დისკომფორტის გამოწვევას.
წარმატების შანსი: 8% - ჯაშუშური ტექნოლოგიის ყოველი დონე ზრდის 3%
თუ მისია წარმატებით ჩაივლის: სამხედროების 15% დატოვებს ჯარს და გახდება მშვიდობიანი მოქალაქე.
დიპლომატიური დაპირისპირება - თქვენი ჯაშუში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ დაპირისპირებას შეეცდება.
წარმატების შანსი: 5% - ჯაშუშური ტექნოლოგიის ყოველი დონე ზრდის 1%
თუ მისია წარმატებით ჩაივლის: ქვეყნები 1-3 დონეზე შეამცირებენ დიპლომატიური ურთიერთობებს.
* თქვენ უბრალოდ შეარჩიეთ სამიზნე ქვეყანა და თქვენი ჯაშუში ავტომატურად შეარჩევს იმ ქვეყანას ვისთანაც შეიძლება დაპირისპირების გამოწვევა.
აჯანყებულთა მხარდაჭერა - შენი ჯაშუშები შეეცდებიან იარაღი მიაწოდონ სამიზნე ქვეყნის ამბოხებულებს
წარმატების შანსი: 18% - ჯაშუშური ტექნოლოგიის ყოველი დონე ზრდის 3%
თუ მისია წარმატებით ჩაივლის: ამბოხებულთა რაოდენობა 500,000-მდე გაიზრდება.
აფეთქება საწყობში - თქვენი ჯაშუში შეეცდება შეაღწიოს სამიზნე ქვეყნის ბალისტიკურ საწყობში და ააფეთოს ის.
წარმატების შანსი: 7% - ჯაშუშური ტექნოლოგიის ყოველი დონე ზრდის 3%
თუ მისია წარმატებით ჩაივლის: განადგურდება სამიზნე ქვეყნის მრავალი ბალისტიკური რაკეტა
ლიდერის მკვლელობა - თქვენი ჯაშუში შეეცდება მოკლას სამიზნე ქვეყნის ლიდერი.
წარმატების შანსი: 2% - ჯაშუშური ტექნოლოგიის ყოველი დონე ზრდის 1%
თუ მისია წარმატებით ჩაივლის: სამიზნე ქვეყანა დაიკარგება რუკაზე.
გაყალბებული არჩევნები - თქვენი ჯაშუში შეეცდება გაავრცელოს ყალბი ამბები სხვა კანდიდატის წინააღმდეგ და გააყალბოს არჩევნები სამიზნე ქვეყანაში.
წარმატების შანსი: 3% - ჯაშუშური ტექნოლოგიის ყოველი დონე ზრდის 1%
თუ მისია წარმატებით ჩაივლის: ქვეყნები მოულოდნელად საუკეთესო მოკავშირეები გახდებიან.
ამბოხებულების გადმობირება - თქვენი ჯაშუში შეეცდება ამბოხებულთა ბანაკში შეღწევას და მათ გადმობირებას.
წარმატების შანსი: 5% - ჯაშუშური ტექნოლოგიის ყოველი დონე ზრდის 3%
თუ მისია წარმატებით ჩაივლის: თქვენი მეამბოხეებისგან 20٪ -იანი ჯგუფი დატოვებს მათ რიგებს და გახდება მშვიდობიანი მოქალაქე.
იყიდეთ იარაღი
მსოფლიოში 2027 წელს არის მსოფლიოს 4 ზესახელმწიფო და ისინი ევროპისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებლები არიან
ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი), რუსეთი და ჩინეთი.
თითოეულ მომწოდებელს შეუძლია სხვა და სხვა ფასად გაყიდოს სხვა და სხვა იარაღი.
* მნიშვნელოვანია შეამოწმოთ სპეციალური ტექნოლოგია და ფასი ყველა იარაღის მომწოდების მხრიდან.
იარაღის აღწერა
ჯარისკაცები შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვეყანაზე თავდასხმისთვის და თავდაცვისთვის.
ჯავშანმანქანა გამოიყენება სამხედროების გადაადგილებისთვის შტევისთვის და მათი სისწრაფისთვის, ყველა ჯავშანმანქანა ბრონირებულია.
ტანკი ძალიან მნიშვნელოვანია თავდასმის დროს, რაც მეტი ტანკი გყავთ მით მეტია შანსი ომის დროს წინ წაიწიოთ. ასევე ტანკები მნიშვნელოვანია თავდაცვის დროსაც მტრის სატანკო თავდასხმის შესაჩერებლად.
საბრძოლო რობოტებიტექნოლოგიის უკანასკნელი მიღწევა, ისინი მნიშვნელოვანი არიან როგორც თავდასხმის ასევე თავდაცვის დროს. მათი წყალობით შეძლებთ ბრძოლის ველზე დომინირებას.
არტილერია გამოიყენება მტრის ჯარების პოზიციების დასაბომბად და მტრის არტილერიის გასანადგურებლად. როგორც იტყვიან არტილერია ომის მეფეაო
ბომბდამშენიგამოიყენება მტრის ბაზების, პოზიციების და საწყობების დასაბომბად ასევე ეფექტურია ბრძოლის დაწყების წინ მათი გამოყენება და მტრის პოზიციების დაბომბვა
ვერტმფრენებიგამოიყენება ბაზებსა ტანკებსა და არტილერიაზე შეტევის დასაწყებად, ვერტმფრენები უტევენ მტრის ტანკებსა და პოზიციებს რათა თქვენმა ჯარისკაცებმა წინ წაიწონ.
ანტი-საჰაერო სისტემა გამოიყენება თქვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის დასაცავად ასევე ომის დროს გამოიყენება თქვენი ტანკების და პოზიციების დასაცავად მტრის ბომბდამშენებისგან და ვერტმფრენებისგან.
გემი გემები დაგეხმარებიან თქვენი სანაპირო ზოლის დაცვაში მათ ასევე აქვთ უზარმაზარი ქვემეხები რითაც შეუტევენ მტერს და გაანადურებენ მას.
წყალქვეშა გემი გამოიყენება მტრის სანაპიროებთან ფარულად ახლოს მისვლისთვის... წყალქვეშა გემებს გააჩნიათ მართვადი რაკეტები რითაც დაიბომბება მტრის პოზიციები.
სარეზერვო ჯარები სარეზერვო ჯარები გამოიყენება მას შემდეგ რაც რეგულარული საჯარისო შენაერთები ვეღარ წვდება ომის რესურსებს.
ომის ოთახი
შესაძლო მოქმედებები რომლებიც თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ სამიზნე ქვეყანასთან დამოკიდებულია თქვენს ურთიერთობებზე და ასევე საზღვრებზე.
შესაძლო მოქმედებები: ჯარისკაცების გაგზავნა, სრული გამაფრთხილებელი მობილიზაცია, სამხედრო ბაზების დაბომბვა, ინდუსტრიული ზონების დაბომბვა, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა, ტექნოლოგიური ლაბორატორიების დაბომბვა და ბალისტიკური რაკეტების გაშვება
* ომის შემთხვევაში თქვენი ძალები ავტომატურად გამოაცხადებენ მობილიზაციას კონფლიქტის ზონაში
* სისტემა საშუალებას გაძლევთ ერთდროულად იბრძოლოდ რამოდენიმე ქვეყანასთან რამოდენიმე ფრონტზე მაგრამ ეს მოახდენს თქვენი ძალების გაყოფას
* თუ სახმელეთო საზღვარი არ გაქვთ ქვეყანასთან ომის შემთხვევაში თქვენ თავს დაესხმებით ბომბდამშენებით, ვერტმფრენებით და ბალისტიკური რაკეტებით.
ავიამზიდი
თუ ავიამზიდი გყავთ შეგიძლიათ განახორციელოთ შორეულ ქვეყანაში ავიაიერიშები.
თითოეული ავიამზიდის ტექნოლოგიური დონე საშუალებას მოგცემთ დამატებით განათავსოთ 10 ბომბდამშენი ავიამზიდზე.
2 ავიამზიდი რომელსაც ტექნოლოგიური დონე აქვს 2 საშუალებას მოგცემთ განათავსოთ 40 ბომბდამშენი.
* წყალქვეშა გემებს შეუძლიათ ჩაძირონ ავიამზიდები ასე რომ ფრთხილად იყავით და დარწმუნდით რომ თქვენ გყავთ ძლიერი ფლოტი
* იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გყავთ ავიამზიდი ვერ შეძლებთ დაბომბოთ შორეული ქვეყნები
* თუ თქვენ შორეულ დაბომბვებში თავს დაესხით ქვეყანას რომელსაც საზღაო საზღვარი არ აქვს ისინი მხოლოდ გამანადგურებლებითა და ვერტმფრენებით შემოგიტევენ.
ზღვით შემოჭრა
* ყოველი ახალი ტექნოლოგიური დონე საშუალებას გაძლევთ მეტი ძალებით შეიჭრათ ზღვიდან
* ამ მოქმედების გამოყენება შეგიძლიათ ომის ოთახიდან როდესაც აირჩევთ ზღვით შეჭრის ბრძანებას (საჭიროა მინიმუმ 1 დონის ტექნოლოგია)
ტურის დასრულების შემდგომ, სისტემა შეიჭრება ზღვიდან სამიზნე ქვეყანაში.
* ეს მოქმედება შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვეყანასთან რომელთანაც ომი გაქვთ და მას აქვს საზღაო საზღვარი... იყავით ფრთხილად ვინაიდან დაგხვდებათ ადეკვატური ძალა საზღვრებზე.
* ეს მოქმედების გამოყენებით თქვენ შეძლებთ დაიკავოთ ხმელეთის ნაწილი და გაამაგროთ პოზიციები.
* ამ მოქმედებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერტმფრენები და ბომბდამშენები.
* შეიარაღებული ძალები რომლებიც გადარჩებიან და დაიკავებენ ხმელეთის ნაწილს შეეცდებიან გაამაგრონ ის და დაელოდონ თქვენს ახალ ძალებს. თუ თქვენი ზღვით შეჭრის დონე არის 3 პირველ ჯერზე შეგიძლიათ გაგზავნოთ 30,000 ჯარისკაცი, 300 ჯავშანმანქანა და ა.შ. ორი თვის შემდეგ თქვენ შეძლებთ გააგზავნოთ 60,000 ჯარისკაცი 600 ჯავშანმანქანა და ა.შ
თუ თქვენ მოახერხებთ დაპყრობილი ხმელეთის დაცვას უფრო მეტი ძალები შეუერთდებიან ომს.
* დაპყრობილი ხმელეთის დაკარგვის შემთხვევაში ახალი შეჭრის მოწყობა მოგიწევთ
* დანაყოფები რომლებიც იცავენ ქვეყანას საზღვაო შეჭრისგან არიან მაქსიმალურად ყურადღებით
* იმ შემთხვევაში თუ ზღვით შეჭრის შედეგები არ მოგწონთ შეგიძლიათ გენერლებს უბრძანოთ უკან დახევა და ოპერაციის შეწყვეტა.
მომავლის იარაღი (ენერგეტიკული ტექნოლოგია)
დონე 1 - თქვენ შეძლებთ ბირთვული ავიამზიდების აგებას.
დონე 2 - თქვენ შექმნით ლაზერებს რომლებიც გააძლიერებენ თქვენი ანტი-ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობებს, ლაზერები გაანადგურებენ თქვენი ქვეყნისკენ გამოშვებული რაკეტების 25%-ს
დონე 3 - თქვენ შექმნით ამინდის კონტროლის იარაღს რაც საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ სამიზნე ქვეყანაში ბუნებრივი მოვლენები.
შეტევა დააზარალებს ეკონომიკას მისი დამანგრეველი შედეგებით, შედეგად ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს მისი ყოველთვიური შემოსავლების დიდი ნაწილი ასევე შეიძლება მოჰყვეს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლიც.
არავინ იცის ვინ გაგზავნა ქვეყანაში თავდასხმა (ეს შეტევის ხელსაწყო გამოჩნდება ომის ოთახში როდესაც თქვენი ტექნოლოგიური დონე იქნება 3)
ანტი-საჰაერო სისტემა
ანტი-საჰაერო სისტემის ერთი კომპლექტი დაიცავს თქვენი ქვეყნის საჰაერო სივრცისა და მიწის 1000 კილომეტრს.
რაც უფრო დიდი ტერიტორია გაქვთ მით მეტი ანტი-საჰაერო სისტემა გჭირდებათ.
ჯარისკაცების გაგზავნა
საშუალებას მოგცემთ განალაგოთ თქვენი ჯარიკაცები პოზიციებზე სანამ დაიწყებთ შეტევას
ასევე შეგიძლიათ ჯარების გაყვანა და შემდგომ უკან ბაზებზე დაბრუნება
დაიცავით თქვენი ქვეყანა
ომის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად გაგზავნის დანაყოფებს თქვენი ქვეყნის საზღვრებზე.
საზღვრებზე განლაგებული დანაყოფების რაოდენობა დამოკიდებულია თუ რამდენი საზღვარი გაქვთ ქვეყნებთან და რამდენ ქვეყანასთან იმყოფებით საომარ მდგომარეობაში... ზღვით შემოჭრის შემთხვევაში თქვენი ძალების განლაგება დამოკიდებულია ზღვით შემოჭრის ტექნოლოგიის დონეზე.
* თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ დამატებითი დანაყოფები კონკრეტულ ფრონტზე.(უბრალოდ შედით ომის ოთახში და დააჭირეთ დანაყოფების გაგზავნას და შეარჩიეთ რაოდენობა)
* ფრთხილად იყავით ნუ განათავსებთ ერთი მიმართულებით ყველა თქვენს ჯარს... შეიძლება ეს სხვა ქვეყნებმა შეამჩნიონ და დაგესხათ თავს იმ მიმართულებით საიდანაც თქვენი დანაყოფები არ არიან.
* ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში ყველა დანაყოფი ავტომატურად ბრუნდება ბაზებზე.
ჯარისკაცების გაგზავნა საზღვრებზე
თქვენი ჯარისკაცები გაიგზავნებიან თქვენს მიერ არჩეულ საზღვრებზე
ეს მოქმედება საშუალებას მოგცემთ მოემზადოთ ქვეყანაზე თავდასხმისთვის ან შემოჭრის მოგერიებაში... ერთგვარი სამშვიდობო ხაზია...
ამ მოქმედების ჩასატარებლად საჭიროა 20,000 ჯარისკაცი.
სრული მობილიზაცია საზღვარზე
ეს მოქმედება გაგზავნის ყველა დანაყოფს თქვენს მიერ არჩეულ საზღვარზე
ეს მოქმედება საშუალებას მოგცემთ მოემზადოთ ქვეყანაზე თავდასხმისთვის ან შემოჭრის მოგერიებაში.
სრულფასოვანი ომი
მთელი თქვენი ძალები ჩართულნი არიან საომარ მოქმედებებში
ომის დროს შესაძლებელია ორივე მხარემ დაკარგოს ჯარი, ტექნიკა, იარაღი და მშვიდობიანი მოქალაქეები.
თქვენ უნდა განათავსოთ თქვენი ძალები ფრონტზე, თუ რამოდენიმე ფრონტზე ერთად იბრძვით მაშინ გონივრულად უნდა განათავსოთ ისინი
თუ თქვენ დაიპყრობთ ქვეყანას ეს გაზრდის თქვენს იმპერიას.
თქვენ შეგიძლიათ აწარმოოთ სრულფასოვანი ომი ქვეყანასთან თუ მასთან გაქვთ სახმელეთო საზღვარი (ან დაპყრობილი გაქვთ ზღვით მათი ხმელეთი)
სრულფასოვანი ომი ქვეყნებს შორის
* თუ გსურთ თავს დაესხათ ქვეყანას რომელთანაც გაქვთ სახმელეთო საზღვარი მაშინ შედით ურთიერთობებში და გამოუცხადეთ მას ომი... ამის შემდეგ შეგეძლებათ ომის ოთახიდან გაგზავნოთ თქვენი ძალები
როდესაც ერთ ტურს გაივლით სისტემა ავტომატურად გამოთვლის შედეგებს და გაჩვენებთ მას.
* ომი ასევე შეიძლება განვითარდეს იმ ქვეყნებს შორის რომელთაც არ აქვთ სახმელეთო საზღვრები ერთმანეთთან და დაშორებულები არიან
* თუ სახმელეთო საზღვარი არ არის თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ თვითმფრინავები, ბომბდამშენები და ბალისტიკური რაკეტები.
* ომის არანაირი დრო არ არსებობს ის შეიძლება წლები გაგრძელდეს
* თუ ქვეყნებს შორის სახმელეთო საზღვარი არსებობს და მათ შორის ომია სისტემა ბრძოლის შემდეგებს შემდეგი გზით გამოთვლის.
ნაბიჯი 1
ქვეყნები გააგზავნიან ბომბდამშენებს და ვერტმფრენებს მტრის ბაზებზე თავდასხმისთვის, მათი სამიზნე იქნება: ჯავშანმანქანები, ტანკები, საარტილერიო დანადგარები, ანტი-საჰაერო სისტემები და ჯარისკაცები.
ნაბიჯი 2
ქვეყნები გააგზავნიან თავიანთ ჯარისკაცებს, ჯავშანმანქანებს, ტანკებს და საარტილერიო დანადგარებს რომელთაც მოჰყვებათ დიდძალი შეტაკება. (ასევე გაიგზავნება საბრძოლო რობოტები ასეთი ტექნოლოგიის შემთხვევაში)
ნაბიჯი 3
ქვეყნები გააგზავნიან ერთმანეთის საზღვაო საზღვრებზე გემებს, წყალქვეშა გემებს და ავიამზიდებს, ხოლო გამარჯვებული მხარე დაიწყებს ზღვის ალყას რაც იმას ნიშნავს რომ დამარცხებული ქვეყანა ვერ შეძლებს იარაღის შეძენას.
ნაბიჯი 4
ქვეყნები გააგზავნიან თავიანთ ძალებს სრულიად რათა დაიპყრონ ერთმანეთის ტერიტორია, ხოლო მთავარი მიზანია დაიპყრონ მთელი ქვეყანა.
ოპერაცია ამბოხებულთა წინააღმდეგ
20,000 ჯარისკაცისგან შემგარი ჯგუფი თავს დაესხმება აჯანყებულთა მიერ კონტროლირებად ქალაქს, რომ გაანთავისუფლონ იგი.
თქვენი 20,000 ჯარისკაცი 20,000 ამბოხებულის წინააღმდეგ, რომლებიც აკონტროლებენ ქალაქს.
გამარჯვების შემთხვევაში 500,000-ზე მეტი აჯანყებული გახდება მშვიდობიანი მოქალაქე.
ოპერაციის ჩაშლის შემთხვევაში 100,000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეუერთდება აჯანყებულებს.
აჯანყებულების ტექნოლოგიის დონე 1-5 დონემდეა ვიდრე თქვენი ჯარისკაცების.
არსებობს 5%-იანი შანსი რომ ერთ ერთი მსოფლიოს ზესახელმწიფო შეამცირებს თქვენთან ურთიერთობას.
საზღვაო შეტევა
თქვენი გემები შეეცდებიან მტრის ნაპირთან ახლოს მისვლას საზღვაო თავდასხმა მოიცავს ყველა თქვენს გემს VS ყველა მოწინააღმდეგის გემზე.
ეს შეტევა შეიძლება განხორციელდეს შორეულ ქვეყანაში რომელსაც საზღვარი აქვს ზღვით.
თუ შეტევა წარმატებით დასრულდება ის დაკარგავს ბევრ ჯარისკაცს.
ყველა თქვენი გემი იქნება გამოყენებული ამ შეტევაში.
საზღვაო დესანტი
50 დაუდგენელი საზღვაო დესანტი შეეცდება მტრის გემების აფეთქებას.
50 დაუფგენელი საზღაო დესანი მტრის 50 დესანტის წინააღმდეგ
მაღალი ჯარის ტექნოლოგიის ქვეყანას ექნება უფრო მეტი შანსი გამარჯვების.
თუ მისია წარმატებით დასრულდება თქვენი დესანტი 1-3-მდე მტრის გემს გაანადგურებენ... მტერმა არ იცის ვინ განახორციელა შეტევა.
ავიაიერიში
ყველა თქვენი ბომბდამშენი შეეცდება ააფეთქოს სამიზნე ქვეყნის ბალისტიკური რაკეტების საწყობი. ოპერაციაში მონაწილეობს ყველა თქვენი მომდამშენი VS მოწინააღმდეგე ქვეყნის ყველა ბომბდამშენი.
ოპერაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სამიზნე ქვეყნის მრავალი ბალისტიკური რაკეტა განადგურდება.
ოპერაციის დასაწყებად დაგჭირდებათ მინიმუმ 50 ბომბდამშენი.
საარტილერიო ბარიერი
თქვენი მეზენიტეები ცდილობენ მტრის პოზიციების განლაგების ამოცნობას. საარტილერიო ბარიერი მოიცავს ყველა თქვენს საარტილერიო დანადგარს VS მოწინააღმდეგის საარტილერიო დანადგარი.
თუ ოპერაცია წარმატებით დასრულდება მტრის ბევრი საარტილერიო დანადგარი განადგურდება.
ოპერაციის დასაწყებად საჭიროა მინიმუმ 24 საარტილერიო დანადგარი. შეტევაში გამოიყენება ყველა თქვენი საარტილერიო დანადგარი.
ძიება და განადგურება
თქვენი მფრინავები ცდილობენ მტრის საჰაერო-თავდაცვის განადგურებას პოზიცია მოიცავს ყველა თქვენს ვერტმფრენს. თქვენი ვერტმფრენები VS მოწინააღმდეგე ქვეყნის ანტი-საჰაერო სისტემები
თუ გაიმარჯვებ ისინი დაკარგავენ ტანკებს და არტილერიას
ოპერაციის დასაწყებად საჭიროა მინიმუმ 12 ვერტმფრენი.
წყალქვეშა გემებით შეტევა
თქვენი წყალქვეშა გემები შეეცდებიან მტრის სანაპიროებთან ახლოს მისვლას და მტრის ანტი-ბალისტიკური რაკეტების ცენტრებზე მართვადი რაკეტების გაშვებს.
თქვენი წყალქვეშა გემები VS მოწინააღმდეგის წყალქვეშა გემები.
ეს შეტევა შეიძლება განხორციელდეს შორეულ ქვეყანაშიც რომლსაც აქვს საზღვაო საზღვარი
გამარჯვების შემთხვევაში მტერი დაკარგავს უამრავ ბალისტიკურ რაკეტას
მარცხის შემთხვევაში შენ დაიწყებ ომს ამ ქვეყანასთან.
ოპერაციის დასაწყებად საჭიროა მინიმუმ 3 წყალქვეშა გემი.
ზღვაში შტორმია
ყველა თქვენი გემი და წყალქვეშა გემი შეეცდება გაანადგურონ ყველა მტრის გემი და წყალქვეშა გემი ერთ დღეში.
ეს შეტევა შეიძლება განხორციელდეს შორეულ ქვეყანაშიც რომლსაც აქვს საზღვაო საზღვარი
თუ ეს შეტევა განხორციელდება ქვეყნებს შორის ომი დაიწყება
შეტევის მინიმალური რაოდენობა: 4 გემი და 5 წყალქვეშა გემი
კომანდოს შეტევა
თქვენი 50 ამოუცნობი ჯარისკაცები შეეცდებიან შეუტიონ ქვეყანას რომელთანაც ცუდი ურთიერთობა გაქვს
მაღალი ჯარების ტექნოლოგიის ქვეყანას ექნება უფრო მეტი გამარჯვების შანსი.
თუ ოპერაცია წარმატებით ჩაივლის ორ ქვეყანას შორის ომი დაიწყება.
მარცხის შემთხვევაში ყველა ჯარისკაცი დაიღუპება ბრძოლაში და 25٪ შანსი შეიძლება დაიწყოს ომი თქვენს ქვეყნასა და სამიზნე ქვეყნას შორის.
ავიაიერიში
თქვენი ბომბდამშენები გაიგზავნებიან მტრის ბაზების დასაბომბად
ავიაიერიშში ჩართული იქნება ყველა თქვენი ბომბდამშენი მაგრამ მინინუმ დაგჭირდებათ 75 ბომბდამშენი.
თუ ოპერაცია წარმატებით ჩაივლის
მოხდება მტრის ჯარისკაცების ჯავშანმანქანების და ტანკების განადგურება (არსებობს 30%-იანი შანსი რომ ომი დაიწყოს ქვეყნებს შორის)
მისიის წარმატება დამოკიდებულია თქვენი ბომბდამშენების ტექნოლოგიასა და რაოდენობაზე ასევე მოწინააღმდეგე მხარის ანტი-საჰაერო სისტემების ტექნოლოგიაზე.
დაბომბე ინდუსტრიული ტერიტორიები
თქვენი ყველა ბომბდამშენი დაბომბავს ინდუსტრიულ ზონებს ამისთვის საჭიროა მინიმუმ 50 ბომბდამშენი
თუ ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდება
მტერი დაკარგავს გამოკვლეული ტექნოლოგიების რამოდენიმე დონეს (50% არის შანსი რომ ომი დაიწყოს ქვეყნებს შორის)
მისიის წარმატება დამოკიდებულია თქვენი ბომბდამშენების ტექნოლოგიასა და რაოდენობაზე ასევე მოწინააღმდეგე მხარის ანტი-საჰაერო სისტემების ტექნოლოგიაზე.
დაბომბე კვლევითი ცენტრები
თქვენი ბომბდამშენები გაიგზავნებიან მტრის კვლევითი ობიექტების დასაბომბად.
ამ შეტევისთვის გამოიყენება ყველა თქვენი ბომბდამშენი, მინიმუმ საჭიროა 100 ბომბდამშენი.
თუ ოპერაცია წარმაებით დასრულდება
თავდასხმის შედეგად განადგურდება მტრის მასოვრივი განადგურების იარაღის შექმნის ცენტრები (ბირთვული, ბიოლოგიური, ქიმიური) 20% არის შანსი რომ დაიწყოს ქვეყნებს შორის ომი.
მისიის წარმატება დამოკიდებულია თქვენი ბომბდამშენების ტექნოლოგიასა და რაოდენობაზე ასევე მოწინააღმდეგე მხარის ანტი-საჰაერო სისტემების ტექნოლოგიაზე.
დაბომბე მოქალაქეები
თქვენი ბომბდამშენები შეეცდებიან მტრის ტერიტორიაზე დიდი ქალაქების დაბომბვას.
ყველა თქვენი ბომბდამშენი ჩართული იქნება შეტევაში, მინიმალური საჭიროება 25 ბომბდამშენი.
თუ ოპერაცია წარმატებით დასრულდება
დაბომბვის შედეგად დაიღუპება ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე (99% არის შანსი რომ დაიწყოს ომი ქვეყნებს შორის)
მისიის წარმატება დამოკიდებულია თქვენი ბომბდამშენების ტექნოლოგიასა და რაოდენობაზე ასევე მოწინააღმდეგე მხარის ანტი-საჰაერო სისტემების ტექნოლოგიაზე.
მსოფლიოს ზესახელმწიფოები შეამცირებენ ურთიერთობას თქვენს ქვეყანასთან.
დაბომბეთ ბალისტიკური რაკეტებით
თქვენ დაიწყებთ შეტევას ბალისტიკური რაკეტებით ფეთქებადი, ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული არჩევანი თქვენზეა.
თუ ოპერაცია წარმატებით დასრულდება
1. თუ სამიზნე ქვეყანას აქვს ანტი-ბალისტიკური რაკეტები ისინი გამოიყენებენ მათ და გაანეიტრალებენ თქვენს ბალისტიკურ რაკეტებს.
2. თუ მშვიდობიან მოქალაქეებს მოკლავთ მსოფლიოს ზესახელმწიფოები შეამცირებენ თქვენ ქვეყანასთან ურთიერთობებს.
3. თქვენს მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტების მიზანში ამოღებულია დიდი ქალაქები.
4. ზიანი რომელსაც თქვენი რაკეტები მიაყენებს ქვეყანას დამოკიდებულია რაკეტების რაოდენობასა და მის ტიპზე (ფეთქებადი, ქიმიური, ბოლოგიური და ბირთვული)
ფეთქებადი ქობინი
ყოველ რაკეტას რომელიც მოხვდება სამიზნეს შეუძლია შეიწიროს 100–მდე მშვიდობიანი მოქალაქე
ქიმიური ქობინი
ყოველ რაკეტას რომელიც მოხვდება სამიზნეს შეუძლია შეიწიროს 1,000–მდე მშვიდობიანი მოქალაქე
ბიოლოგიური ქობინი
ყოველ რაკეტას რომელიც მოხვდება სამიზნეს შეუძლია შეიწიროს 50,000–მდე მშვიდობიანი მოქალაქე
ბირთვული ქობინი
ყოველ რაკეტას რომელიც მოხვდება სამიზნეს შეუძლია შეიწიროს 1,000,000–მდე მშვიდობიანი მოქალაქე
ქვეყნის დაპყრობა
თქვენ დაპყრობის შემდეგ დაიქვემდებარებთ და შეიერთებთ ქვეყნის მიწასა და მოქალაქეებ.
* მშვიდობიანი მოქალაქეები გადაგიხდიან ყოველთვიურად გადასახადებს.
* გახსოვდეთ როდესაც თქვენ გაქვთ დიდი მიწის ფართობი თქვენ გჭირდებათ უფრო მეტი ანტი–საჰაერო სისტემა რათა დაიცვათ იგი მტრის თვითმფრინავებისგან.
ახალი ამბები
როდესაც ტურს დაასრულებთ და ჩაიტვირთება ახალი ტური თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ახალი ამბები და ნახოთ რა არის სიახლე სხვადასხვა ქვეყნებში.
შემდეგი ტური
ახალ ტურში გადასვლისას სისტემა აღიქვამს რა გააკეთეთ და რა არის ახალი სხვადასხვა ქვეყნებში ამის შემდეგ ავტომატურად გამოითვლის შედეგებს.
თამაშის სირთულის დონე:
მარტივი
სისტემა ქვეყნის ბიუჯეტს შემდეგნაირად გაანაწილებს:
20% თავდაცვის მიმართულებით.
25% ინვესტიცია განხორციელდება ქვეყნის ეკონომიკასა და ინდუსტრიაში.
15% მეცნიერებაში (კვლევით ცენტრებში).
35% გამოყენებული იქნება საერთაშორისო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
5% ჯაშუშური ოპერაციებისთვის.
ნორმალური
სისტემა ქვეყნის ბიუჯეტს შემდეგნაირად გაანაწილებს:
25% თავდაცვის მიმართულებით.
30% ინვესტიცია განხორციელდება ქვეყნის ეკონომიკასა და ინდუსტრიაში.
20% მეცნიერებაში (კვლევით ცენტრებში).
20% გამოყენებული იქნება საერთაშორისო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
5% ჯაშუშური ოპერაციებისთვის.
რთული
სისტემა ქვეყნის ბიუჯეტს შემდეგნაირად გაანაწილებს:
27% თავდაცვის მიმართულებით.
27% ინვესტიცია განხორციელდება ქვეყნის ეკონომიკასა და ინდუსტრიაში.
23% მეცნიერებაში (კვლევით ცენტრებში).
16% გამოყენებული იქნება საერთაშორისო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
7% ჯაშუშური ოპერაციებისთვის.
ძალიან რთული
სისტემა ქვეყნის ბიუჯეტს შემდეგნაირად გაანაწილებს:
30% თავდაცვის მიმართულებით.
25% ინვესტიცია განხორციელდება ქვეყნის ეკონომიკასა და ინდუსტრიაში.
23% მეცნიერებაში (კვლევით ცენტრებში).
14% გამოყენებული იქნება საერთაშორისო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
8% ჯაშუშური ოპერაციებისთვის.
შეუძლებელი
სისტემა ქვეყნის ბიუჯეტს შემდეგნაირად გაანაწილებს:
35% თავდაცვის მიმართულებით.
20% ინვესტიცია განხორციელდება ქვეყნის ეკონომიკასა და ინდუსტრიაში.
25% მეცნიერებაში (კვლევით ცენტრებში).
10% გამოყენებული იქნება საერთაშორისო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
10% ჯაშუშური ოპერაციებისთვის.
* ომის შემთხვევაში სისტემა მთელს ბიუჯეტს მიმართავს იარაღის შეძენასა და ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.
ყოველ ახალ ტურზე სისტემა გაჩვენებთ სიახლეებს და შედეგენს თუ რა გააკეთა სხვა ქვეყანამ.
თამაშის წაგება
თქვენ წააგებთ თამაშს თუ მოკვდებით, თქვენი მთლიანი ჯარი თუ განადგურდება, თუ ყველა მშვიდობიანი მოქალაქე მოკვდება ან გადავა აჯანყებულთა მხარეს, თუ ქვეყანას დაიპყრობს მტერი.
თუ ეს მოხდება მოგიწევთ თამაშის თავიდან დაწყება.
თამაშის მოგება
ქვეყანა რომელიც ყველაზე მეტად გაძლიერდება და დაიპყრობს ყველა ქვეყანას გახდება იმპერია და თამაშის გამარჯვებული.
თამაშის ქულა.
ყოველი თამაშის ბოლოს სისტემა განახებთ თქვენს ქულას და შეგაფასებთ ლიდერული თვისებებით.
ონლაინ პარამეტრები
* მაქსიმალური არის 7 რეალური მოთამაშე და 21 მსოფლიო ხელოვნური ინტელექტი.
* თქვენ შეგიძლიათ შექმნათ და ითამაშოთ ერთდროულად რამოდენიმე სამყაროში.
* სისტემა თვალყურს ადევნებს თქვენი თამაშის ისტორიას. (ვინ მოიგო, ვინ წააგო, ვინ დაასრულა ტური და ა.შ.)
სამყაროს შექმნის პარამეტრები
* აირჩიეთ მსოფლიოს თემა
კუნძულების ომები = მარტო დგომა (ყველასთვის უფასო)
აღმოსავლეთი vs დასავლეთი = 14 ქვეყანა აღმოსავლეთიდან 14 ქვეყანა დასავლეთიდან (არ იქნება ზღვით შემოჭრის შესაძლებლობა, გემები და წყალქვეშა გემები)
4 კონტინტნტი = რეკომენდირებულია 4 მოთამაშისთვის (სულ 7 ქვეყანაა კონტინენტზე)
ჩვენ ვგეგმავთ მრავალი ახალი რუკის დამატებას.
ადამიანი & ხელოვნური მოთამაშე
შეარჩიეთ რამდენი რეალური მოთამაშისგან გსურთ თამაში (მაქსიმუმ 7 მოთამაშე)
სისტემა ავტომატურად გამოთვლის რამდენი ხელოვნური ინტელექტის მოთამაშეა საჭირო.
განსაზღვრეთ ახალ ტურში გადასხვლის დრო
ახალ ტურში გადასვლის დროები: 5 წთ, 10 წთ, 20 წთ, 30 წთ, 1 საათი, 3 საათი, 6 საათი, 12 საათი, 24 საათი, 48 საათი, 3 დღე, 4 დღე, 5 დღე, 6 დღე, 1 კვირაში.
რა არის ახალ ტურში გადასვლის დრო?
* თითეულ რეალურ მოთამაშეს მიეცემა დრო მოქმედებების შესასრულებლად, როდესაც დრო ამოიწურება სისტემა ავტომატურად გადავა ახალ ტურზე და დაითვლის შედეგებს.
* მოთამაშე რომელთანაც გაწყდება ინტერნეტ კავშირი ავტომატურად ჩანაცვლდება ხელოვნური ინტელექტით.
* თუ რომელიმე რეალური მოთამაშე მოკვდება თამაშში ან დაიპყრობენ იგი შეწყვეტს თამაშშს.
* თუ დარჩება მხოლოდ ერთი მოთამაშე მასთან თამაშშს გააგრძელებს ხელოვნური ინტელექტი და მისცემს საშუალებას დაასრულოს თამაში.
* თუ მოთამაშესთან ზედიზედ 3–ჯერ გაწყდება კავშირი ის ავტომატურად გამოეთიშება თამაშშს.
გთხოვთ დარწმუნდეთ რომ მზად ხართ თამაშისთვის, გაქვთ შესაბამისი ინტერნეტ კავშირი, რომ არ გამოტოვებთ ტურებს და არ გაწყდეს თქვენთან კავშირი.
* თქვენ ხარჯავთ თქვენს ძვირფას დროს თამაშში!!!
ქვეყნის ფულადი რესურსები და მოსახლეობა
შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენი ფული და მშვიდობიანი მოქალაქე გეყოლებათ თამაშის დაწყებისას.
სამხედო ალიანსი
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თითეულ რეალურ მოთამაშეს რამდენი სამხედრო ალიანსი ექნება.
მოთამაშე რომელიც ქმნის სამყაროს არჩევს რამდენი ხელოვნური ინტელექტის ალიანსი და მოკავშირე ეყოლება.
სამყაროს პაროლი
ეს პარამეტრი საშუალებას მოგცემთ შექმნათ პირადი სამყარო
მხოლოდ იმ მოთამაშეებს შეუძლიათ შემოსვლა ვინც იცის სამყაროს პაროლი.
ძებნის პარამეტრები
* ძებნა სამყაროს ID: საშუალებას მოგცემთ მოძებნოთ კონკრეტული სამყარო მისი ID-ით.
* თქვენ შეგიძლიათ დაახარისხოთ სამყარო შემდეგი პარამეტრებით: თემა, რეალური მოთამაშეების რაოდენობით და შემდეგი ტურის გადასვლის დროით.
მაგიდების პარამეტრებ
* თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ სამყარო. (თქვენ დაგიბრუნდებათ 20 ტოკენი თუ თამაში არ დაწყებულა ჯერ)
* თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი ქვეყნის სახელი და დროშა ჩამონათვალიდან.
* მას შემდეგ რაც სამყარო სრულიად შეივსება მის შემქმნელს შეუძლია დაიწყოს თამაში.
ჩეთერები
ჩვენ ყველა ჩვენს მოთამაშეს ვთხოვთ სამართლიანად ითამაშოს ჩვენი მიზანია თქვენი გართობა და ლიდერული თვისებების გამომჟღავნება.
სისტემა ავტომატურად იპოვის და დაბლოკავს ჩეთერებს.
შეტყობინების ავტომატური თარგმანი.
თამაშშს შეუძლია 30–ზე მეტ ენაზე ავტომატურად თარგმნოს თქვენი შეტყობინება. მაგალითად თქვენ შეგიძლიათ შეტყობინება გაუგზავნოთ სხვა მოთამაშეს თქვენს ენაზე და ის მიიღებს მას გადათარგმნილად თავის ენაზე.
ონლაინ თამაშის ახალი ამბები
თქვენ შეგიძლიათ ყოველ ახალ ტურში ნახოთ სხვა მოთამაშეების გაკეთებული სიახლეები.
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მხოლოდ: დიპლომატიური, ჯაშუშური და საომარი მდგომარეობის ამბები. რომლებიც განხორციელებულია რეალური მოთამაშეების მხრიდან.
სიახლეების წაშლა და ახლით ჩანაცვლება ხდება ყოველ ახალ ტურში.
ევროპის იმპერია 2027 არის უფასო თამაში.
თუმცა, იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს სერვერები, შემდგომი განვითარებისთვის და ეფექტური მხარდაჭერისთვის გვჭირდება თქვენგან დახმარება.
მხარდაჭერის შეძენით თქვენ დაგვეხმარებით ხარჯების დაფარვაში
მადლობა მხარდაჭერისთვის!
სამყაროს შექმნა/მასში შესვლა
შექმენით ახალი სამყარო ან შედით უკვე შექმნილ სამყაროში ამის ღიებულებაა 20 ტოკენი.
შეტყობინებები
თამაშის დროს შეგიძლიათ მიიღოთ შეტყობინებები
ეს პარამეტრი თავიდანვე გათიშულია და თქვენ შეგიძლიათ გააქტიუროთ ის.
შეტყობინებები გაიგზავნება და მოგივათ თქვენი ელექტრონული ფოსტით.
უფასო ტოკენები
თუ თამაში მოგწონთ გთხოვთ დაგვეხმაროთ მის გავრცელებაში, მეგობრებში ახლობლებში ნაცნობებში და ა.შ.
თქვენი მხარდაჭერა დაგვეხმარება თამაშის გაუმჯობესებაში და მასში ახალი ფუნქციების დამატებაში.
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შეუზღუდავი რაოდენობის ტოკენები თუ თქვენს მიერ მოწვეული მოთამაშეები გამოიყენებენ თქვენს რეფერალურ ლინკს.
თქვენ მიიღებთ 200 უფასო ტოკენს თითოეულ ახალ მოთამაშეზე რომელიც გამოიყენებს თქვენს რეფერალურ ლინკს.
თქვენ ასევე შეგიძლიათ 100 უფასო ტოკენის მიღება დღეში რეკლამების ყურებითა, ასევე დავალების შესრულებით უფრო მეტი უფასო ტოკენი გროვდება.
თქვენ ასევე შეგიძლიათ დაგვეხმაროთ განვითარებაში მოგვაწოდოთ ახალი იდეები და ჩვენ ყველა თამაშის პარამეტრს გაგიხსნით უფასოდ.
თქვენი მხარჯაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის.
დაგვეხმარეთ თქვენი ენის დამატებაში.
თუ ევროპის იმპერია 2027 მოგწონთ გთხოვთ დაგვეხმაროთ თქვენს ენაზე თარგმნაში.
ჩვენ მოხარული ვიქნებით თქვენი დახმარებით და გაგიხსნით ყველა პარამეტრს უფასოდ.
ხმა
ხმის ჩართვა/გამორთვა შეგიძლიათ აკონტროლოთ მთავარი მენიუდან სურათზე თითის დაჭერით.
სპონსორები
ხმის სპონსორის ოფიციალური ვებ–გვერდია: http://www.freesfx.co.uk/
მადლობა გვინდა გადაგიხადოთ თამაშის ინსტრუქციის წაკითხვისთვის, იმედია მოგეწონებათ ჩვენი თამაში
iGindis კგუფი
|